რეზონანსი
10.09.2023

ოფიციალური ერევანი ბაქოს ბრალდებას უარყოფს. საუბარია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, სომხურმა ძალებმა აზერბაიჯანულ პოზიციებს ნახიჩევანის მიმართულებით ცეცხლი გაუხსნეს, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კი საპასუხო ზომები მიიღეს.

კრიზისული ვითარების ფონზე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის, გერმანიის, ირანისა და საქართველოს ლიდერებთან, ასევე, ამერიკის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან. ფაშინიანმა განაცხადა, რომ დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, მზადაა, სასწრაფოდ გამართოს შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან. საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა კი განაცხადა, რომ ბაქოს ერევნიდან ასეთი შეთავაზება არ მიუღია.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×