რეზონანსი
09.09.2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯში, ერემაძეების უბანში მეწყერი ჩამოწვა, ევაკუირებულია ერთი ოჯახი.

არსებული ინფორმაციით, მეწყერმა უბანთან დამაკავშირებელ გზა დააზიანა და ადგილობრივი მცხოვრების, ბაჩუკი ერემაძის საცხოვრებელ სახლსაც საფრთხეს უქმნის.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე ვითარებას ეცნობიან.

„ჩამოწოლილია მეწყერი და სულ უფრო მოდის. აქვს ბიძგები და არის საშიშროება, რომ მთლიანად წამოვიდეს და სახლი დაინგრეს. როგორც კი ჩამოწვა მეწყერი ბავშვები გავიყვანეთ. ადგილობრივი ხელისუფლებიდან იყვნენ მოსულები, მაგრამ არ ვიცი, რა გვეშველება. იმედია გამოსავალი მოიძებნება", - განაცხადა ჭაქვინჯის მკვიდრმა მზიური ერემაძემ.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ქალაქის ზოგიერთ ქუჩაზეც, რამაც რამდენიმე სახლის დატბორვა გამოიწვია.

წყარო: ipn.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×