რეზონანსი
09.09.2023

ირაკლი ღარიბაშვილმა შვილს რატომ ჩააკითხა უცხოეთშიო, მერე რა რომ თავის ხარჯით იყიდა ბილეთებიო, მერე რა რომ აგერ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯით დერმატოლოგია-ლაზეროთერაპია-ბოტოქს-სტომატოლოგია-მუცლის ცხიმ გაქრობაზე წურბელასავით წოვდა ბიუჯეტიდან ფულს, მაინც მერე რაო, - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ნაოჭების საწინააღმდეგო ინიექციის შეყვანის, ბოტოქსი, მეზოთერაპიის, სახის გაახალგაზრდავება-გალამაზება, სპა პროცედურები, ლაზერული გამოკვლევა-მკურნალობა, დერმატოლოგიური პროცედურები, მუცლიდან ზედმეტი ცხიმის ამოღება, კანის დაჭიმვა-გადაჭიმვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა

„მას მერე რაც, მიხეილ სააკაშვილმა სამარცხვინოდ იფორთხა გორში, საბოლოდ კი რუსებს საქართველოს ტერიტორიების 20%, 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტობრივად ხონჩით მიართვა, როგორც ჩანს გადაწყვიტა გარკვეული კოსმეტოლოგიური ცვლილებები შეეტანა მის ავანტიურისტულ სხეულში.

ომის დასრულებიდან მალევე, ქვეყნის დამაქცევარმა ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების, ხოლო მოგვიანებით გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და დიდი ბრიტანეთის კლინიკებს მიაშურა. რუსების თვითმფრინავის ხმაზე დაფეთებული (მსოფლიოს აქვს ეს კადრები ნანახი) და რუსეთის პრეზიდენტის დაუძინებელი მტერი (ამას მხოლოდ მისი მომხრეები ამბობენ), ზოგ შემთხვევაში მარტო ცდილობდა წონის დაკლება-კორექციას, ხანაც კი ბატონი გიგი უგულავაც ახლდა, თან ცხადია იგივე სახელმწოებრივად მნიშვნელობის პრობლემის გადასაჭრელად. ვინმეს ზედმეტი შეკითხვა, რომ არ გაუჩნდეს რა მოხდა ზედმეტად გასუქებულებს წონა რომ დაეკლოთო, საქმე ის გახლავთ, რომ ეს წონის დაკლება, კოსმეტიკური ეპილაცია, ნაოჭების საწინააღმდეგო ინიექციის შეყვანის, ბოტოქსი, მეზოთერაპიის, სახის გაახალგაზრდავება-გალამაზება, სპა პროცედურები, ლაზერული გამოკვლევა-მკურნალობა, დერმატოლოგიური პროცედურები, მუცლიდან ზედმეტი ცხიმის ამოღება, კანის დაჭიმვა-გადაჭიმვა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა!

მაგალითად, ნიუ-იორკში სააკაშვილის კოსმეტიკური ეპილაციაზე -2 720 აშშ დოლარი, სახის გამაახალგაზრდავებელი ჰიალურონის მჟავის ინიექციის შეყვანაზე-1,500 აშშ დოლარი, ბოტოქსზე-600 აშშ დოლარის.

მიუნხენში ლაზერული მკურნალობისთვის მას 3,200 ევრო დასჭირდა.

მოგვიანებით 2010 წელს ისევ ლაზერული მკურნალობისთვის 1,865 ევრო, ოღონდ დამატებით მეზოთერაპიის პროცედურამ მას კიდევ 900 ევრო დაახარჯვინა.

მიუნხენის კლინიკას სააკაშვილი რამდენჯერმე აკითხავს ლაზერულ პროცედურებისათვის. ჯერ 5 200 ევროს, შემდეგ კი 1 800 ევროს ხარჯავს. თუმცა, ცხიმგროვების ლიპოლიზის პროცედურაც დასჭირდა იქაც 1 500 ევრო გაისროლა. სპა პროცედურების გარეშე ხომ არ წამოვიდოდა და 1 000 ევროც იქ სთხლიშა. როგორც ჩანს, მიუნხენის კლინიკიდან საეპილაციო პროცედურების გარეშე არ გამოუშვეს. იქაც 4 000 აშშ დოლარის გადახდამ მოუწია.

მიუნხენის მერე წესით აპოლონის ტანით უნდა დაჰბრუნებოდა საპრეზიდენტო საქმიანობას და ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უნდა შესდგომოდა, მაგრამ დიდი მუცელი აშკარად ხელს უშლიდა. ამიტომაც სულ რაღაც 2 500 აშშ დოლარად მიაშურა ნიუ-იორკის კლინიკას. რახან ნიუ-იორკის კლინიკაში იყო, დერმატოლოგიური მომსახურებაზეც თავისთავად უარს ვერ იტყოდა. ამიტომაც, ჯერ 2 000 აშშ დოლარი გადაიხადა, მოგვიანებით კი დაუგეგმავ დერმატოლოგიურ პროცედურებზე უკვე 9 300 აშშ დოლარის გადახდა მოუწია.

სად უნდა მიეხედა სტომატოლოგიურ პრობლემებისთვის თუ არა ლონდონში. შესაბამისად, ესეც შენი 3 000 ფუნტი სტერლინგი.

თუ გამაჯანსაღებელ ცენტრში გინდა წასვლა, აუცილებლად ავსტრიას უნდა ეწვიო. სააკაშვილი ასეც იქცევა. ავსტრიაში 8 274 ევროს ხარჯავს. იქვე გიორგი უგულავაც, რომელიც თავის სამედიცინო მომსახურებაზე 7 337 ევროთი შემოიფარგლა. სასტუმროშიც ხომ უნდა დაეძინათ. სახელმწიფო ბიუჯეტმაც სააკაშვილის დაძინებაში 2 310 ევრო, უგულავას მოსვენებაში კი 3 300 ევრო გადაიხადა.

დერმატოლოგიას რაღაცნაირი შეჩვევა სცოდნია. სააკაშვილიც არ ეშვება და ამჯერად მილანში 2 250 ევროს ხარჯავს, შემდეგ წელს 6 000 ევროს ხარჯის გაღება მოუწია. ბარემ ლაზეროთერაპიაც და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 000 ევროც წავიდა. იტალიაში 4 200 ევროდ ისევ დერმატოლოგიას აკითხავს.

პარალელურად, არც ნიუ-იორკის ლაზერისა და კანის ქირურგიულ ცენტრში არ ღალატობს დერმატოლოგიური მომსახურებას და ესეც შენი 5 800 აშშ დოლარი. ბარემ ლონდონშიც 800 ფუნტი სტერლინგი. იქაც 700 ფუნტი სტერლინგის სამკურნალო პროცედურები. ბარემ მიუნხენშიც ლაზერული მკურნალობა, ესეც 4 800 ევრო.

წესით ამის მერე კომენტარი ზედმეტი უნდა იყოს. მაგრამ შერცხვებათ თუ ჩერდებიან მისი მომხრე სექტანტები და მავნებლები, არაო ირაკლი ღარიბაშვილმა შვილს რატომ ჩააკითხა უცხოეთშიო, მერე რა რომ თავის ხარჯით იყიდა ბილეთებიო, მერე რა რომ აგერ სააკაშვილი ბიუჯეტის ხარჯით დერმატოლოგია-ლაზეროტერაპია-ბოტოქს-სტომატოლოგია-მუცლის ცხიმ გაქრობაზე წურბელასავით წოვდა ბიუჯეტიდან ფულს, მაინც მერე რაო", - წერს ნიკოლეიშვილი facebook - ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×