რეზონანსი
05.09.2023

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის მხრიდან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას კიდევ ერთხელ ეხმაურება და ოპოზიციას "ტრაგედიით მოსარგებლეებს" უწოდებს.

ზოგზოგიერთებს რუჯისთვის ერთი დღით ნაკლები რომ დაეთმოთ და რაჭაში ჩასულიყვნენ, ნახავდნენ იქ რა ხდებოდა, ადგილობრივ მოსახლეობას რომ გასაუბრებოდნენ, კითხვა რომ დაესვათ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

"3 საათზე და მთელ ღამეზე რომ ლაპარაკობენ, პირველ 5 წუთში რა მოხდაო, პირველ 5 წუთში ისეთ რაღაცებზეა საუბარი, რაზეც საუბარი მე პირადად და თითოეულ თქვენგანს ძალიან მიჭირს და გიჭირთ. ბოდიში იმისთვის, რასაც ახლა ვიტყვი, ფრაგმენტებად ამოქონდათ მაშველებს ადამიანები და ესენი (ოპოზიცია) ლაპარაკობენ 3 საათი, 8 საათი, გათენებამდე, დაღამებამდე. პირველ 5 წუთში რა ხდებოდა ჯერ ის მოიკითხეთ, რეებს კადრულობთ.

ტრაგედიით მოსარგებლეები ასე როგორ გახდით?! საიდან გამოჩეკეთ ეს აზრები, რომ ამაზეც შეიძლება პოლიტიკური დივიდენდები მიიღოთ და მორალი იკითხოთ? რეებს აკეთებთ, შოვზე ამას როგორ იგონებთ და კადრულობთ, დაწყნარდით ცოტა თუ შეიძლება. იმაზე ვილაპარაკოთ, 2006 წლიდან რაც ჩამოანგრიეთ მთლიანად და სისტემა გააუქმეთ. მაია ბითაძე ლაპარაკობდა, 2014 წლიდან როგორ მიდის აწყობა, წინასწარი გაფრთხილების სისტემას რამდენი კომპონენტი უნდა და რამდენია უკვე თბილისში, რეგიონებში, რაჭაში. ხე-ტყის მოჭრა რა შუაშია, 65 ჰექტარი ყინული მოწყდა, საიდან მოგაქვთ ეს ყველაფერი? რაღაც ხომ არსებობს მართლა, შუბლის ძარღვი და მორალი," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

"ნაციონალური მოძრაობა" შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ისევ საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×