რეზონანსი
05.09.2023

საქართველოს პროკურატურამ ჩოხატაურში, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 სექტემბერს, დაბა ჩოხატაურში, ბრალდებულებმა ჯგუფურად ძალადობა განახორციელეს.

ოთხივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." ნათქვამია უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჩოხატაურში თავს ენმ-ის წევრებს დაესხნენ. თავდასხმა 3 სექტემბერს მოხდა. დავით მჟავანაძეს და პარტიის სხვა წარმომადგენლებს თავს მაშინ დაესხნენ, როცა ისინი ნოდარ დუმბაძის სახელობის პარკის გასხვისების საკითხს აპროტესტებდნენ და საინფორმაციო ფლაერებს არიგებდნენ. ენმ-ში აცხადებენ, რომ ძალადობა "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძის ორგანიზებულია და მასში სწორედ მასთან დაახლოებული პირები მონაწილეობდნენ.

მომხდარის შედეგად, სხეულის დაზიანებები მიიღო მჟავანაძემ. ის გუშინ დაზარალებულად ცნეს.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×