რეზონანსი
18.08.2023

რა თქმა უნდა, შს მინისტრი პარლამენტში გამოცხადდება და ინტერპელაციის კითხვებს უპასუხებს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, ინტერპელეციის წესით პარლამენტში დაბარებულ თანამდებობის პირებს პარლამენტში გამოცხადების ვალდებულება გააჩნიათ და ამ შემთხვევაში ზედმეტი ვნებათაღელვა საჭირო არ არის.

რაც შეეხება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს, ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია შოვის დიდ ტრაგედიას პოლიტიკური სპეკულაციებისთვის და საზოგადოებაში ნიჰილიზმის შემოსატანად იყენებს.

"სტიქიის შედეგად მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება ხდება. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ამ სპეკულაციისთვის მაქსიმალურად გამოიყენებენ პარლამენტს და კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. ჩვენ სპეკულაციის თანამონაწილეები არ ვიქნებით.

ვნახეთ, რომ ბრალდებების სერია სტიქიის პირველივე წუთებიდან დაიწყო. ოპოზიცია, რომელიც საკუთარი მავნე პოლიტიკით მძიმე მდგომარეობაშია, თითქოს ქვეყანაში უბედურების მოხდენას ელოდა და მაშინვე უბედურების პოლიტიკაში გადათარგმნა დაიწყეს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.

შოვის სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნისა და ასევე, შს მინისტრის ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაბარების ინიციატივა ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას" ეკუთვნის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×