რეზონანსი
18.08.2023

ღვარცოფული ნაკადის გამოვლის მიზეზებს გეოლოგები სწავლობენ. მათ ჩაატარეს კვლევა და რამდენიმე დღეში დასკვნას დადებენ. იმის მიხედვით შემდეგ ვიმოქმედებთ, - განუცხადა ყაზბეგის მერმა, ბაკურ ავსაჯანიშვილმა „ქრონიკას".

„გუშინ მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია ღვარცოფული ნაკადის გამოვლა სწორედ ამ ტერიტორიაზე. დასახლებულ პუნქტს არ შეუქმნა საშიშროება, მაგრამ წყლის მასამ გამოიარა რამდენიმე ოჯახზე. შედეგად, დაიტბორა სახლების პირველი სართულები. დაახლოებით, 5 სახლია და ვინახულეთ ეს სახლები.

დილით მოვიდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან სპეციალისტები, გეოლოგები. მათ ჩაატარეს კვლევა და რამდენიმე დღეში დასკვნას დადებენ. იმის მიხედვით შემდეგ ვიმოქმედებთ. გეოლოგებმა რაც ნახეს და გვითხრეს, ეს არის ღვარცოფული მასა.

ჩამოსული იყო რწმუნებული პირველ მოადგილესთან ერთად და ერთად შემოვიარეთ, ვნახეთ ყველა ობიექტი, სადაც ეს ღვარცოფის ჩამოვიდა. გერგეტის უბანზე მივიყვანეთ ტექნიკა, რათა იქ მოსახლეობას საშიშროება არ შექმნოდა", - განაცხადა ყაზბეგის მერმა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, დაბა სტეფანწმინდაში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×