რეზონანსი
18.08.2023

გარემოს ეროვნული სააგენტო დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. "თარგმანის უბანში", ღვარცოფის გავლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

უწყების ცნობით, გეოლოგებმა ადგილზე შეაფასეს არსებული გეოდინამიკური პირობები.

"მიმდინარე წლის 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. „თარგმანის უბანში", უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება.

დღეის მდგომარეობით, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისათვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება", - წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ სტეფანწმინდაში მეწყერი წუხელ, 17 აგვისტოს ჩამოწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე სახლის პირველი სართული დაიტბორა, ადიდდა ხევი. ყაზბეგში შლამი და ხის ტოტები დასახლებულ პუნქტამდეა ჩამოტანილი.

ადგილობრივი მერიის მტკიცებით, შემთხვევა საფრთხეს არ უქმნის მოსახლეობას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×