რეზონანსი
18.08.2023

გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს, ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ თუ ეკას არ მოუბოდიშებო...ოღონდ რა მოხდა და როდის არ ახსოვს... - წერს „ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ეკა ბესელიაზე.

მისი თქმით, ეკა ბესელია ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან.

აქვე ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ბესელიამ ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით.

„გვარამიას ტელევიზიაში ზის და ბოღმას ანთხევს, ლამისაა წყევლა დაიწყოს - ირაკლი კობახიძეს ჩემთვისაც აქვს მოხდილი ბოდიში, რისთვის და რატომ არ მახსოვსო, ივანიშვილი დაემუქრა თანამდებობას დაგატოვებინებ, თუ ეკას არ მოუბოდიშებო...

ოღონდ რა მოხდა და როდის, არ ახსოვს... მდაა, მძიმე შემთხვევაა, არა? ბოლოს ეს ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გამოაპანღურეს პარტიიდან და მაგის შემდეგ ბიპოლარული აშლილობა აწუხებს... პრინციპში, შეაწუხებს, აბა, რას იზამს, ერთ დღეში დაკარგა ფოთი, გავლენები, პერსპექტივა და პოლიტიკური კარიერა, რომელსაც ვერასდროს აღიდგენს პატიოსანი თამაშის წესებით...

ჰოდა, ნაც-ტელევიზიაში დაჯდა - გუბაზამ თუ დეპუტატობა გაინაღდა, მე რითი ვარ ნაკლები, ის თუ არის „გორსალა", მე რით ვარ ნაკლები, რომ გორსალა ვიყო და თან დეპუტატიო?! ეს მალე ყველას გადაასწრებს სააკაშვილის კარზე..." - წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×