რეზონანსი
18.08.2023

იმ „გადაჩურჩულებაში“ ფოთის ამბები ხომ არ გაახსენა ირაკლიმ? და თუ ასე იყო, ასეთი ავტორიტეტი ჰქონდა ივანიშვილთან, ხმაურით რატომ გამოუშვეს ის და კობახიძე რატომ დატოვეს?, - ამის შესახებ ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა.

ექსპერტის თქმით, სწორედ ირაკლი კობახიძე იყო ის კაცი, რომელმაც ამხილა ბესელიების ოჯახი კორუფციაში.

„ყველაზე ცუდი თვისება, რაც კი შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, ურემი რომ გადაბრუნდება, მაშინ რომ იწყებს ტყუილ-მართლის გაჟღერებას. იმ „გადაჩურჩულებაში“ ფოთის ამბები ხომ არ გაახსენა ირაკლიმ? და თუ ასე იყო, ასეთი ავტორიტეტი ჰქონდა ივანიშვილთან, ხმაურით რატომ გამოუშვეს ის და კობახიძე რატომ დატოვეს?

აქ მარტივად არის საქმე, ზუსტად ირაკლი იყო ის კაცი, რომელმაც ამხილა ბესელიების ოჯახი კორუფციაში, რასაც ადგილი ჰქონდა ფოთში და ასეთ შემთხვევაში ბოდიშებს არ იხდიან”, - წერს ნინო ფოჩხუა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×