რეზონანსი
17.08.2023

ქალს ინტიმური შინაარსის ფოტოები ჩუმად გადაუღო, ვიდეო კოლაჟი შექმნა და დაზარალებულის ახლობლებს გადაუგზავნა - ეს ყველაფერი 31 წლის თურქეთის მოქალაქემ მას შემდეგ გააკეთა, რაც მსხვერპლმა მასთან ურთიერთობა შეწყვიტა.

31 წლის მამაკაცმა, ქალს ჩუმად ინტიმური ხასიათის ფოტოები გადაუღო და შემდეგ მის ახლობლებს გაუგზავნა. ბრალდებულის ინტერესების დამცველი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაასაჯაროვა. ადვოკატი ამტკიცებს, რომ დაკავებული პარტნიორს ფოტოებს მისი თანხმობით უღებდა. სასამართლო პროცესზე თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ ინტიმური შინაარსის ფოტოები ქალს მართლაც გადაუღო, თუმცა ისიც დააკონკრეტა, რომ სურათების სხვასთან გადაგზავნა თავად პარტნიორმა სთხოვა.

ადვოკატის და ბრალდებულის საპირისპირო ვერსია აქვს გამოძიებას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მამაკაცმა პარტნიორს შიშველ მდგომარეობაში ფოტოები ფარულად გადაუღო, დაამზადა ვიდეო კოლაჟი, რომელიც მოგვიანებით ქალის ახლობელს სოციალური ქსელით გადაუგზავნა. სამართალდამცველებს დაზარალებულმა ქალბატონმა მიმართა და ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ბათუმში საგამოძიებო სამსახურმა დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, 31 წლის მამაკაცი უკანონოდ მოპოვებულ პირადი ცხოვრების ამსახველ მასალას საკუთარ მობილურში ინახავდა. მტკიცებულების სახით ამოღებული ტელეფონი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

წყარო: „რუსთავი2"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×