რეზონანსი
17.08.2023

როგორც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელის სახელმწიფოში, ლაშა ჟვანიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ისრაელში ვიზიტის შესახებ საუბრისას განაცხადა.ისრაელსა და საქართველოს შორის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება. მუდმივად ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს რეგიონული თვალსაზრისით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება და ჩვენ 2024 წლიდან უკვე მივაღწიეთ იმას, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალ ვაჭრობაზე, რაც ინვესტიციებს გაზრდის ისრაელიდან საქართველოში

ლაშა ჟვანიას განცხადებით, თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება.

„ტურიზმი, ყველამ იცით, რომ არის ერთ-ერთ მწვერვალზე, პიკზე და კიდევ უფრო მეტ ისრაელელ სტუმარს ველოდებით საქართველოში, მომავალში. რეგიონულ ჭრილში ისრაელი ჩვენი პარტნიორი ქვეყანა არის და ჩვენც ვართ სანდრო პარტნიორი ისრაელისთვის, ამიტომ პლატფორმა იმისთვის, რომ მჭიდრო გახდეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უკვე აშენებულია, მყარი საფუძველი აქვს და მომავალში იდევ უფრო განვითარდება", - განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×