რეზონანსი
16.08.2023

პროცესები წარიმართა ეფექტიანად. რაიმე სხვა სცენარი რომ წარმოიდგინოთ, სხვაგვარი მუშაობის პირობებში, ვერცერთი ადამიანით მეტი ვერ გადარჩებოდა. ეს არის ის, რაზეც ალბათ პასუხისმგებლობა შეგვიძლია ავიღოთ, თუმცა, ბუნებრივია, ყველა დაელოდება დეტალურ ინფორმაციას ყველაფერთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ შოვში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, რომ 3 აგვისტოს სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.

„მთელი ღამის განმავლობაში დრონები, მათ შორის ღამის ხილვის აპარატურით, ათვალიერებდნენ ტერიტორიას და ამის საფუძველზე გრძელდებოდა მუდმივ რეჟიმში სამაშველო სამუშაოები. ერთადერთი თემა იყო ვერტმფრენები და ვერტმფრენებთან დაკავშირებითაც უნდა განიმარტოს, რომ როდესაც საუბარია ღამის ხილვის აპარატურაზე, ღამის ხილვის აპარატურა არ აუმჯობესებს უსაფრთხოების სტანდარტს. შესაბამისად, ასეთი აპარატურის პირობებშიც კი პილოტებს აქვთ ისეთივე საფრთხე ფრენის დროს, როგორც სხვა შემთხვევაში. ღამის ხილვის აპარატურა უბრალოდ აადვილებს ობიექტების იდენტიფიცირებას. თუმცა ასეთი ობიექტების იდენტიფიცირება, მათ შორის ადამიანების, ცხედრების იდენტიფიცირება, შესაძლებელი იყო ისეთივე ეფექტურობით დრონების მეშვეობითაც. აქედან გამომდინარე, სამუშაოები არ შეჩერებულა, სამუშაოები გრძელდებოდა მთელი პერიოდის განმავლობაში, იმ საშუალებებით, რა საშუალებებიც იყო ხელმისაწვდომი", - განაცხადა კობახიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×