რეზონანსი
16.08.2023

ვარშავაში საქართველოს 32 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც აფთიაქებიდან და მაღაზიებიდან ნაღდ ფულს იპარავდა. ამის შესახებ zyciepw.pl იუწყება.

ვარშავის დრევნიცკის მოსახლეობა ამბობს, რომ იქ ქართველების ბანდები მოქმედებენ.

„ბოროტმოქმედები დღითი დღე სულ უფრო აქტიურები ხდებიან და მათი მოქმედება კი სულ უფრო მოხერხებული. უსაფრთხოების კამერები ფაქტობრივად ვერაფერს აკეთებს, ისინი კამერებს ფარნით შუქს ანათებენ ან საღებავს ასხამენ და მასში არაფერი ჩანს, იპარავენ ყველაფერს, რასაც ასწრებენ. ძარცვავენ აფთიაქებს, მაღაზიებს და კერძო სახლებს. პოლიციას არაერთხელ მივმართეთ და იმედი გვაქვს, რომ დაგვეხმარება", - ამბობს ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი.

დაკავებამდე ქართველი აფთიაქის სალაროდან ფულის მოპარვას ცდილობდა, მაგრამ ფარმაცევტის დროული რეაქციის გამო ეს ვერ მოახერხა და მიიმალა, თუმცა 2 საათის შემდეგ პოლიციამ ის იპოვა.

დაკავების შემდეგ პოლიციამ ქართველის თითის ანაბეჭდები შეამოწმა და გაირკვა, რომ ის პოლიციის მონაცემთა ბაზაში უკვე ირიცხება. მას 3 თვიდან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×