რეზონანსი
16.08.2023

დაღესტნის დედაქალაქ მაჰაჩყალაში, ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების მიზეზად რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი რამდენიმე ვერსიას განიხილავს. ერთ-ერთ ვერსიად აგროქიმიკატების (სასუქის) შენახვის პირობების დარღვევა სახელდება.

როგორც უწყებამ განაცხადა, შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერება დასრულებულია. გამოძიების მიხედვით, 14 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს ათ საათზე, ბენზინგასამართი სადგურის ავტომომსახურების შენობაში ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი მეზობელ ოთახში გავრცელდა, სადაც, სავარაუდოდ, სასუქი ინახებოდა და მისი აფეთქების შედეგად ხანძარი 600 კვადრატულ მეტრ ფართობზე გავრცელდა.

მანამდე კი სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა მომხმარებლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მოთხოვნებთან შეუსაბამო მომსახურების მიწოდების მუხლით, რამაც გაუფრთხილებლობით ადამიანების სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული მაქსიმუმ 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

​ცნობისთვის, მაჰაჩყალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 35 და დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი. 15 აგვისტო რესპუბლიკაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×