რეზონანსი
16.08.2023

საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არის ის იდეა, რომელსაც არ შეიძლება, უბრალოდ ალტერნატივა გააჩნდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, მხედველობაშია მისაღები ყველას მხრიდან, რომ საქართველო ვერც ერთი პირობით ვერ შეეგუება მისი ტერიტორიების ოკუპაციას.

ამიტომ, ნებისმიერი გამოსავლის ძიებისას ყველას მხედველობაში აქვს მისაღები, რომ მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში ვერასდროს საქართველო ვერ შეუერთდება ვერცერთი დათქმით, ვერცერთი პირობით მისი ტერიტორიების ოკუპაციას. სავარაუდოდ, იგივე დამოკიდებულება აქვს უკრაინის ხელისუფლებას და უკრაინის ხალხს. აქედან გამომდინარე, ყველას მოუწევს ამის მხედველობაში მიღება, ვინც ისაუბრებს საქართველოს ან უკრაინის ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს არის ზუსტად სირთულე, თუმცა გამოსავლის ძიებაში ასეთი ტიპის შემოთავაზებების გაკეთება, თუ ჩავთვლით ამას შემოთავაზებად, არის კატეგორიულად მიუღებელი",- განაცხადა სარჯველაძემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×