რეზონანსი
16.08.2023

ოფიციალური ინფორმაციით, შოვში ტრაგიკულად დაღუპულთაგან იდენტიფიცირებულია კიდევ სამი პირი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც შოვის კოტეჯებში სარემონტო სამუშაოებს ახორციელებდნენ. სულ 26 ადამიანია იდენტიფიცირებული.

ამ დროისთვის სტიქიის ეპიცენტრი ფაქტობრივად უკვე შესწავლილია. გადასამოწმებელია დამეწყრილი ტერიტორიის დაახლოებით ხუთი პროცენტი. განუწყვეტლივ გრძელდება სამძებრო - სალიკვიდაციო სამუშაოები.

სტიქიიდან მეთოთხმეტე დღეს ეპიცენტრში არსებული ვითარება ასეთია - აღდგენილია ხიდები, გაწმენდილია გზები, მდინარე ჭანაჭახი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ახლა მთავარ გამოწვევად რჩება შვიდი დაკარგულის პოვნა.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×