რეზონანსი
16.08.2023

ინტერპელაციის წესით ვითხოვთ შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის მოსვლას საქართველოს პარლამენტში. ჩვენ ოფიციალურად მივმართეთ უკვე პარლამენტს, რომელიც შესაბამისად ვალდებულია გადასცეს აღნიშნული კითხვები უწყებას, კონკრეტული კითხვებით, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„კითხვები მდგომარეობს შემდეგში: რატომ არ მოხდა ადრეული გაფრთხილების სისტემის დანერგვა მაშინ, როდესაც ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები გასცემდნენ აღნიშნულზე დაპირებას მრავალი წლის მანძილზე, მათ შორის თავად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური? რა გახდა სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დაგვიანების მიზეზი? ვიცით, რომ შსს-ში შედის ის კონკრეტული სამსახური, რომელსაც ევალება სამძებრო-სამუშაოების განხორციელება, რატომ არ ითხოვა საქართველოს ხელისუფლებამ მეზობელი ქვეყნების დახმარება, როდესაც არსებობს ასეთი გამოცდილება ჩვენი ქვეყნისთვის და რატომ განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომ ამის საჭიროება არ არსებობდა, მონაწილეობა თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღებაში თავად შს მინისტრი და მისი უწყება და რა გახდა საფუძველი, რატომ ჩათვალეს, რომ წარმატებით მიმდინარეობდა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები და არ იყო მეზობელი ქვეყნების დახმარება საჭირო.ასევე ბატონმა გომელაურმა საზოგადოების წინაშე უნდა უპასუხოს კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მდგომარეობაშია სამაშველო აღჭურვილობა, რადგან თვითმხილველების განცხადებებით დასტურდება ის, რომ მაშველები, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ მრავალი საათის და მრავალი დღის განმავლობაში, არ აქვთ საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული შესაბამისი აღჭურვილობა. ასევე ბატონმა გომელაურმა უნდა უპასუხოს, თუ რა გარემოებებზე დაყრდნობით თქვა უარი სახელმწიფომ აშშ-სგან ორი სამძებრო-სამაშველო ვერტმფრენის გრანტის წესით შესყიდვაზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

 

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×