რეზონანსი
16.08.2023

საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის საცალო გაყიდვების კოორდინატორის გიორგი ლოლაშვილის ინფორმაციით, კომპანია დიდ ყურადღებას დაუთმობს მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების დეტალურ გაცნობას, მათ შორის დაზღვევის განაცხადის ყველა პუნქტის შევსების მნიშვნელობას და ასევე, დეტალურად გააცნობს გამონაკლისებს.

გიორგი ლოლაშვილის ინფორმაციით, მომხმარებელმა ხშირად არც იცის რა არის მის გამონაკლისებში, ამიტომ ეს რომ მოულოდნელ სიურპრიზად არ იქცეს, სადაზღვევო ჯგუფის წარმომადგენლები ყოველთვის დეტალურად განუმარტავენ მომხმარებელს გამონაკლისებს.

„ასეთ მნიშვნელოვან გამონაკლისებს მიეკუთვნება შუქნიშნის ამკრძალავი ნიშნის ასევე საპირისპირო ზოლში მოძრაობის დროს დამდგარი ავტოზარალი. ასეთი დარღვევის გამონაკლისში შეტანა გავრცელებული პრაქტიკაა და მისი მიზანი მარტივია, არ წაახალისოს მძღოლი ასეთი ქმედებისკენ, ისევე როგორც გამონაკლისშია ალკოჰოლის ზემოქმედებით მართვა და სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელმა სადაზღვევოს არჩევისას მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, ამიტომაც ჩვენი ყველა პროდუქტი საჯაროდაა განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე და მზად ვართ მისი დეტალური (კონკურენტებთან შედარებითი) განხილვა მოვაწყოთ პოტენციურ მომხმარებელთან. სწორედ ამიტომ პერიოდულად მომხმარებელს მივაწოდებთ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, რაც დაზღვევის დროს უნდა გაითვალისწინონ", - განაცხადა გიორგი ლოლაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×