რეზონანსი
15.08.2023

უკრაინის სახელმწიფო სასამართლო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლექსი სალნიკოვი კორუფციაში ბრალდების გამო 24 სექტემბრამდე თანამდებობას ჩამოაშორეს. სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მიიღო.

უწყების განცხადებით, 2023 წლის მარტში სალნიკოვმა ფიზიკური პირისგან მიიღო 7,5 ათასი დოლარი, რისი ნაწილიც მას თავისთვის უნდა დაეტოვებინა, 5000 დოლარი კი უნდა გადაეცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის, რომლებსაც კომერციული საწარმოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ.

სალნიკოვს ბრალი 26 ივლისს წარუდგინეს, 28 ივლისს კი უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით ელექტრონული სამაჯურის ტარება და 805 200 გრივნის ოდენობის გირაო დააკისრა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×