რეზონანსი
15.08.2023

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა კონგრესს, დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი ჯო ბაიდენის მოთხოვნას უკრაინისთვის კიდევ 24,1 მილიარდი დოლარის გამოყოფის თაობაზე. ამის შესახებ მან სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მომდევნო კვირაში შესრულდება წელიწად-ნახევარი რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან. უკრაინული სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვები, საკვებისა და საწვავის იარაღად გამოყენება, მოკლული და დაჭრილი ათასობით უკრაინელი... მთელი ამ დროის განმავლობაში უკრაინელები აჩვენებდნენ წარმოუდგენელ სიმამაცესა და სიმტკიცეს. გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა მოითხოვა 24,1 მილიარდი დოლარი, რათა გაგრძელდეს უკრაინის უსაფრთხოების, ეკონომიკის, ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერა. ჩვენი ძალისხმევისა და რესურსების დახმარებით, უკრაინელებმა შეძლეს საკუთარი სიცოცხლის, თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლა. ამის შედეგია ის, რომ რუსეთის შეჭრა სტრატეგიულ ჩავარდნად იქცა. მოვუწოდებ კონგრესს დაუყოვნებლივ დაუჭიროს მხარი დამატებითი დაფინანსების გამოყოფის მოთხოვნას", - აცხადებს ბლინკენი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×