რეზონანსი
15.08.2023

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო აცხადებს, რომ უკრაინა მიუღებლად მიიჩნევს საუბარს იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.

მანამდე ნატოს გენერალური მდივნის პირადი ოფისის დირექტორმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება შეიძლება მოიპოვოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ და ეს უკრაინაში ომის დასრულების ნაწილი შეიძლება იყოს.

„უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე საუბარი აბსოლუტურად მიუღებელია. ყოველთვის მივიჩნევდით, რომ ალიანსი, ისევე როგორც უკრაინა, არ ვაჭრობენ ტერიტორიებით.

ნატოს ოფიციალური პირების გააზრებული თუ გაუაზრებელი მონაწილეობა იმ ნარატივის ფორმირებაში, რაც უკრაინის მიერ თავის ტერიტორიებზე უარის თქმას გულისხმობს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. პირიქით, ევროატლანტიკური უსაფრთხოების ინტერესებში შედის უკრაინის გამარჯვების დაჩქარებისა და ნატოს სრულუფლებიანი წევრობის მოპოვების გზების განხილვა", - აღნიშნა უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×