რეზონანსი
15.08.2023

სიონის ტბაში 15 წლის მოზარდს ეძებენ. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ინფორმაცია თვითმხილველმა მიაწოდა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური.

როგორც თვითმხილველმა განაცხადა, მოზარდი ტბის საშიშ ზონაში მოხვდა და ჩავარდა. მოქალაქეები დახმარებას ცდილობდნენ, თუმცა მისი ამოყვანა ვერ მოახერხეს.

თვითმხილველის ინფორმაციით, ინციდენტი 18:05 საათზე მოხდა.

მომხდარს პარტია „ლელოს“ წევრი, ნიკა ჩერქეზიშვილი შეესწრო.

„15 წლის ბიჭი დაიხრჩო სიონის ტბაზე.

შემთხვევიდან დაახლოებით 20-25 წუთში მოვიდა პოლიცია და სასწრაფო დახმარება.

უფრო მეტს თბილისიდან ელოდებიან ახლა, თიანეთში მეტი არაფერი შეუძლია სამაშველოს.

ადგილზე, სადაც უამრავი ადამიანია, მაშველები არ ჰყავთ!

ჩვენგან დაახლოებით 300 მეტრში დატრიალდა ტრაგედია, გავიქეცით, მაგრამ ვერ მივუსწარით..." - დაწერა ჩერქეზიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×