რეზონანსი
15.08.2023

სამაშველო სამუშაოები არც ჩაუტარებიათ, რაც გააკეთეს, გადარჩენილები გამოიყვანეს, – აღნიშნულის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ გადაცემაში „სანაია” განაცხადა.

„დღეს რას ლაპარაკობენ [ქართული ოცნება]? ნარატივში აქვთ გარღვევა, რომ არაფერს აზრი არ ჰქონდაო. რეალურად ამბობენ, რომ სამაშველო სამუშაოებს აზრი არ ჰქონდაო. სამაშველო სამუშაოები არც ჩაუტარებიათ. ამათმა რაც გააკეთეს ეგ იყო ევაკუაცია, გამოყვანა მოახდინეს უკვე გადარჩენილების. სამაშველო ოპერაცია არ ჩატარებულა და ახლა მიდის ძიება გარდაცვლილების.

ესენი ამბობენ, რომ სამაშველო ოპერაციას აზრი არ ჰქონდა, არც ვერტმფრენს, არც ღამის ხედვას და არაფერს იმიტომ, რომ ვერაფერს ვიზამდითო. ამ დროს არსებობენ ცოცხალი ადამიანები, რომლებიც საათობით ებრძოდნენ ამ სტიქიას და გადარჩნენ. გამოვიდნენ და ამ ხალხს ეუბნებიან, თქვენ ხართ მატყუარები, თქვენ არ გქონიათ ეს რამდენიმე საათიანი ბრძოლა სტიქიასთანო.

ამას რატომ აკეთებენ? იმიტომ, რომ თავი გადაირჩინონ. მათთვის ადამიანის ღირებულებას არანაირი ფასი არ აქვს. ერთადერთი ღირებულება არის ის, რომ გადარჩნენ და ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეგ არის რუსეთი. მთელი ამ დღეების განმავლობაში რასაც ვუყურებთ, ეგ არის რუსეთი – საზიზღარი, ნაბ**ვარი, ბოროტი სისტემა, რაც არის რუსეთი და რაც არ გვინდა”, – საუბრობს ზურა ჯაფარიძე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×