რეზონანსი
14.08.2023

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი.

მისი თქმით, ოპოზიციაშიც არ იყო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით.

„თავიდანვე ვთქვი, რომ საგამოძიებო კომისიის იდეა სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური სპეკულაცია და ისტერიის შექმნის სურვილი, ვინაიდან ოპოზიციას და პარლამენტის წევრებს აქვთ სხვა ბერკეტები, უფრო სწრაფი და მათ შორის უფრო ეფექტური. რამდენადაც ვიცი, „ნაციონალურმა მოძრაობამ" ინტერპელაციის წესით კითხვები უკვე გაუგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრს. რა თქმა უნდა, ეს არის ის ფორმა, რომლითაც მათ შეუძლიათ ყველაზე სწრაფად, ეფექტიანად მიიღონ პასუხი კითხვებზე. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ვნახეთ რომ შიგნით ოპოზიციაშიც არ იყო თანხმობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ვინაიდან მიხვდნენ, რომ ეს გარდა იმისა, რომ ეს ტრაგედიის ფონზე იქნებოდა შოუს დადგმის სურვილი და მცდელობა, მხოლოდ ამას წარმოაჩენდა და მათთვის იქნებოდა საბოლოო ჯამში დამაზიანებელი", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×