რეზონანსი
14.08.2023

შემთხვევითი არაა, რომ კონსტიტუციაში პირველი რაც გვიწერია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა. ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ უნდა გავაკეთოთ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" პრაგმატული პოლიტიკა აქვს.

„ძალიან მძიმე დღეა საქართველოს ისტორიაში. ომის დაწყების შედეგად მივიღეთ დაკარგული ტერიტორიები, უამრავი გარდაცვლილი, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჩვენი ჯარისკაცები, ლტოლვილად ქცეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები.

„ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს" პრაგმატული პოლიტიკა მნიშვნელოვანია, რომ დავიბრუნოთ ერთმანეთი.

დღეს ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. შემთხვევითი არაა, რომ კონსტიტუციაში პირველი რაც გვიწერია ზუსტად არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს უნდა გავაკეთოთ არა ომით და შუღლით, არამედ უნდა გავაკეთოთ განვითარებით, გონიერებით, განათლებით, ეკონომიკური წინსვლით",- აღნიშნა კალაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×