რეზონანსი
14.08.2023

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის შეფასებით, შოვის სტიქიასთან დაკავშირებით გამოსაძიებელი არაფერია.

გომელაურს კითხვა დაუსვეს ოპოზიციის მოთხოვნაზე პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„შექმნან, შექმნან თვითონ. ვერ ვეტყვი, შექმნან ან არ შექმნან, რაც უნდათ, ის გააკეთონ, გამოსაძიებელი არაფერი არ არის", - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

ამასთან, ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ სტიქიის პირველივე წუთიდან პროცესებში ჩართული იყო და გადაწყვეტილებებს იღებდა.

„რა თქმა უნდა, პირველი წუთიდან ჩართული ვიყავი, ბატონი პრემიერიც და ყველა ჩართული ვიყავით. ჩართული ვიყავი, თუმცა 1 000 კილომეტრის იქიდან ისე ვერ უხელმძღვანელებ, როგორც ადგილზე რომ ხარ, იყვნენ ჩემი მოადგილეები. ჩათვალეთ, რომ მე ვიღებდი გადაწყვეტილებებს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კითხვაზე, „მხოლოდ რეგიონული განვითარების მინიატრი იყო ადგილზე და სხვებმა ვერ აღიქვეს სიმძიმე?", - შს მინისტრმა უპასუხა, რომ იქ იყვნენ სამსახურები, რომლებიც აკეთებდნენ თავის საქმეს.

„ბევრი იყო ჩამოსული, ჩემი აზრით, აუცილებელი არ არის, ყველა ჩამოვიდეს", - განუცხადა ვახტანგ გომელაურმა სტიქიის ზონაში ჟურნალისტებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×