რეზონანსი
14.08.2023

იტალიაში, ნაგავსაყრელზე ახალშობილი იპოვეს, რომლის დედაც ქართველი აღმოჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ტრენტოში ახალშობილი 20 წლის დედამ მიატოვა. ბავშვი ნაგავსაყრელთან გამვლელმა შეამჩნია.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს, საბანში გახვეული ჩვილი დახვდათ, რომელსაც ჭიპლარი ჯერ ისევ ჰქონდა.

დედის კვალს პოლიციამ მალევე მიაგნო. ის და ახალშობილი ახლა კლინიკაში იმყოფებიან და შესაბამისი კვლევები უტარდებათ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×