რეზონანსი
12.08.2023

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპული მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები საგვარეულო სასაფლაოზე დღეს დაკრძალეს.

მეგი და გიგი გუტაშვილების ცხედრები ონის მთავარანგელოზების სახელობის ტაძრიდან გამოასვენებენ და სოფელ გლოლაში, საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. გარდაცვლილთა რამდენიმე ოჯახის წევრს მაშველები კი ამ დრომდე ეძებენ. დაღუპულთა ახლობლებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

შოვის ტრაგედიისას დაკარგული 9 ადამიანის საძიებო სამუშაოები კი ამ დრომდე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. მაშველებმა გუშინ სამი ცხედარი და ადამიანის სხეულის ფრაგმენტი იპოვეს, შესაბამისად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. მაშველთა მონიტორინგის პერიმეტრი გაიზარდა და ის უკვე ამბროლაურის ტერიტორიასაც მოიცავს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×