რეზონანსი
10.08.2023

მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ძალიან სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს რაჭაში განუცხადა.

მან სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები შეაფასა და ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც სტიქიის ზონაში მუშაობს და აქ ვერ დავიღლებით ამ მადლობის გადახდით, ვინაიდან ვხედავთ რა პირობებში უწევს თითოეულ მაშველს, ჯარისკაცს, პოლიციელს, სპეციალური ტექნიკის ოპერატორებს, ასევე, მოხალისეებს მუშაობა და ნამდვილად დასაფასებელია მათი ეს შრომა. აღტაცებას გვრის ყველას, როდესაც ხედავ ამ პირობებში, როგორ თავდაუზოგავად შრომობენ.

რაც შეეხება თავად ორგანიზებას, ვფიქრობ, რომ შტაბი, რომელიც შექმნილი იყო, ისიც იმსახურებს შექებას, ვინაიდან ჩვენ ვნახეთ რამდენად ოპერატიულად მოხდა დიდი ძალის ტექნიკის მობილიზება, როგორც ადამიანური რესურსების მხრივ, რამდენად პროფესიონალურად დაიგეგმა მთლიანად შემდეგი პროცესი. სპეციალურად ახალი გზები გაიჭრა და მიიყვანეს სხვადასხვა ადგილზე. დღეს უკვე გზა სრულადაა გახსნილი, მართალია გრუნტის, მაგრამ კავშირი აღდგა გლოლასა და მამისონის უღელტეხილთან. ასე, რომ ამ მხრივ, დროებითი გზა აღდგენილია. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ძალიან სწორად იყო დაგეგმილი და შესრულებული", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×