რეზონანსი
10.08.2023

რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა. ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა და ტექნიკით მუშაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ უპრეცედენტო მობილიზებით, რაც მოხდა ამ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, ტექნიკისა და ადამიანური რესურსის მხრივ, მოხერხდა, რომ რამდენიმე ახალი გზა გაიჭრა. ყველა მონაკვეთთან შესაძლებელია მისვლა და ტექნიკით მუშაობა. ამიტომ იმედი მაქვს, რომ შესაძლებელი იქნება, რომ კიდევ უფრო მეტად ეფექტურად იმუშაონ მაშველებმა. დღეს თემურ მღებრიშვილმა ბრიფინგზე დეტალურად აღწერა მთლიანად ეს პროცესი - პირველი წუთიდან დღემდე რას აკეთებდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ვფიქრობ, რომ რასაც საზოგადოება ისედაც ხედავდა, კიდევ ერთხელ შეჯამების სახით მოისმინა ყველამ, თუ რა მასშტაბის სამუშაოები ჩატარდა", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×