რეზონანსი
10.08.2023

ხომ არ ვიცით ხვალ რა სახის ღონისძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა, როგორც ქვეყანაში ისე ქვეყნის გარეთ. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებსა და მარაგების შევსებას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, როგორც კი დგება დღის წესრიგში სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში იწყება გადაუდებელი შესყიდვის მობილიზება, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ.

„სრული გულწრფელობით გეტყვით, ამ საკითხზე თუ რაიმე დაინტერესება გექნებათ აუცილებლად შემეკითხეთ და დამისვით რაც შეიძლება მეტი კრიტიკული შეკითხვა. რაც შეეხება რეზინის ბოტებს და ფორმებს, ჩვენი სამსახურის რეჟიმიდან გამომდინარე, იმ ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, როდესაც ნებისმიერ წუთს შეიძლება გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობა, ჩვენ გვაქვს საკმარისი გონივრული მარაგები. ეს ეხება ტანისამოსს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლგამძლე ფორმას, სპეცაღჭურვილობას და ა.შ., დაწყებული მცირე ხელსაწყოთი დამთავრებული მძიმე სპეცაღჭურვილობით, რომელიც გვაქვს მარაგებში.

როგორც კი დგება დღის წესრიგში ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციებიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა აუცილებელი მარაგის დონე არ ჩამოვიდეს ქვემოთ.

ხომ არ ვიცით, ხვალ რა სახის ღონისძიებაში და რა ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლება მოგვიწიოს ჩართვა, როგორც ქვეყანაში ისე ქვეყნის გარეთ. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და მარაგების შევსებას. დღევანდელ სიტუაციაში, ძალიან არ მინდა წავიდე სიღრმეებში, მაგრამ მინდა მოვუწოდო კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, ჩემი ტელეფონი შემიძლია პირდაპირ ეთერშიც დავასახელო, დაგვირეკონ, შეგვეკითხონ, დასვან კითხვა, მიიღონ პასუხები. წინასწარ დასკვნების გაკეთება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და მეხანძრე-მაშველები დახეული ბოტებით დადიან, რატომ უნდა ჩათვალო, რომ არ გვაქვს, იმიტომ რომ დამატებით რეზერვები შევსებას ვიწყებთ?!

ძალიან უხერხულია, ტექნიკურ საკითხებს ვეხები. რაც ჩვენ ონში ვიმყოფებით 400 მეხანძრე-მაშველით, უკვე ორჯერ შევცვალეთ ტანისამოსი. ჩვენ არამარტო ჩვენს მეხანძრე-მაშველებს უზრუნველვყოფთ, არამედ სხვა სამსახურებსაც ვეხმარებით, იმიტომ რომ მატერიალური რეზერვების მარაგები აქვს ჩვენს სამსახურს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×