რეზონანსი
10.08.2023

დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 136 პირის დაკარგვის შესახებ, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში. ხოლო ის პირები, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდნენ, შემდეგ ინიციატორთან კომუნიკაციით, ან სამაშველო ღონისძიების შედეგად დგინდებოდა რომ უსაფრთხოდ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ პირად კომუნიკაციას, რის შედეგადაც ხდებოდა აღნიშნული პირების ამოღება დაკარგული პირების სიიდან.

„მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ონის პოლიციაში იმავე დღეს დაიწყო გამოძიება. სტიქიური მოვლენის შემდეგ, დაკარგულ პირთა შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შევიდა 47 შეტყობინება - 135 პირთან დაკავშირებით, ხოლო სპეციალურ ცხელ ხაზზე დაფიქსირდა 15 შეტყობინება 40 პირის დაკარგვის შესახებ.

საერთო ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდა 175 პირი.

შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების იდენტიფიცირება, რომელიც ხდებოდა როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით. დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში.

ის პირები, რომლებიც პირველ ეტაპზე დაკარგულად ითვლებოდნენ, ხოლო შემდეგ ინიციატორთან კომუნიკაციით, ან სამაშველო ღონისძიების შედეგად დგინდებოდა რომ უსაფრთხოდ იყვნენ, პოლიციის თანამშრომლები ახდენდნენ პირად კომუნიკაციას, რის შედეგადაც ხდებოდა აღნიშნული პირების ამოღება დაკარგული პირების სიიდან", - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×