რეზონანსი
10.08.2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 13,23 ათასი ტონა, რაც 1,17 ათასი ტონით, ანუ 9,7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,06 ათასი ტონა) შედარებით. 

მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში  საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 2,79 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,1%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 2,74 ათასი ტონა (20,7%); გერმანია - 1,50 ათასი ტონა (11,3%), აზერბაიჯანი - 0,82 ათასი ტონა (6,2%);  და სხვ.

2023 წლის იანვარ-ივლისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 67,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით, ანუ 0,7%-ით ნაკლებია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (67,6 ათასი ტონა) შედარებით. 

მათ შორის, მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში  საავიაციო ნავთის იმპორტის 44,1%  (29,6 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 25,8% (17,3 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან; 15,3% (10,3 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან,  10% (6,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,8% (3,2 ათასი ტონა) - მალტიდან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×