რეზონანსი
10.08.2023

ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდაშელის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 21 გარდაცვლილიდან 19 უკვე იდენტიფიცირებულია.

„მიმდინარეობს 12 ადამიანის საძიებო სამუშაოები. მინდა ისიც აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს დაგეგმილი ყველა კულტურული ღონისძიება გაუქმებული და გადადებულია", - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, მათგან 19 უკვე იდენტიფიცირებული. 12 პირის ძიებისთვის კი მუშაობა 24-საათიან რეჟიმში გრძელდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×