რეზონანსი
10.08.2023

დღეს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უნივერსიტეტის ქუჩის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების ბოლო სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის პრესსამსახურის ცნობით, რეაბილიტაციის ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა სრულად განახლდა - ჯამში 5.5 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი შეიცვალა, 38 ერთეული ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული დამონტაჟდა, 62 საკვანძო ჭა და 8 სახანძრო ჰიდრანტი მოეწყო.

პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ 4 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

უნივერსიტეტის ქუჩაზე წყალმომარაგების ახალი ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს დღეს, 10 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

გადაერთებითი სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 10 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან, 11 აგვისტოს 17:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: წყნეთს, სოფელ ახალდაბას; დაბა წავკისს, შინდისს, კოჯორს, კიკეთს, ბეთანის; სოფლებს - კვესეთს, ტაბახმელას, სამადლოს და დიდებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×