რეზონანსი
09.08.2023

მომხდარი უბედურების საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება უზნეობაა და ამ უზნეობის პარლამენტის კედლებში გადმოტანა საქართველოსთვის დამაზიანებელი იქნება - ყველა კითხვას პასუხი გაეცა! - ასეთია პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის პოზიცია შოვში მომხდარ სტიქიასთან და სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივაზე.

ვოლსკის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს, „კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს კი ცილისწამების სტრატეგიის პარლამენტში გადმოტანა სურს".

„უნდათ საგამოძიებო კომისიის ბერკეტის გამოყენებით საკუთარი პოლიტიკური ამოცანები განახორციელონ, რისი არც წინაპირობა და არც საფუძველი არ არსებობს. ტრაგედიის გამოყენების თვალსაზრისით თავი იმდენჯერ შეირცხვინეს, რომ არ მგონია, რომ აღნიშნული საკითხი განხილვის საგნად უნდა იქცეს", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×