რეზონანსი
09.08.2023

უკვე მოვახერხეთ მძიმე ტექნიკით კალაპოტიდან კოტეჯების სასადილომდე მისვლა. შესაბამისად ამ არეალის დამუშავება უკვე შესაძლებელი გახდა და მუშავდება, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„ახლა ვამონტაჟებთ ახალ ხიდს. ამოვიღეთ ის წაღებული ძველი ხიდიც და შევამოწმეთ, მაგრამ არ ექვემდებარება მეორედ გამოყენებას. შესაბამისად, ახალი ხიდი იქნა გადმოტანილი უკვე გუშინ და ახლა ვადევნებთ თვალს მონტაჟს. ეს ამოცანაც შესრულებული იქნება. დანარჩენი, ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურად იმატებს გამომდინარე იქიდან, რომ მეტი მისასვლელი და მეტი შესაძლებლობა ჩნდება და შესაბამისად, უფრო დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას მნიშვნელოვნად ეხმარება იმ გაგებით, რომ სტიქიის ზონა უფრო დიდი არეალის დამუშავება ხდება შესაძლებელი", - განმარტა ირაკლი ქარსელაძემ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 21 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 12 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×