რეზონანსი
09.08.2023

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმაურება.

მისი თქმით, ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უხდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს.

„ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა სლოვენიასა და საქართველოში, რამაც სიკვდილი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვლოცულობ მსხვერპლთათვის, გამოვხატავ სულიერ სიახლოვეს მათ ოჯახებთან და მათთან, რომლებიც ახლა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მადლობას ვუხდი მათ, ვინც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს, განსაკუთრებით, მოხალისეებს", - განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, საქართველოში, კურორტ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 20 ადამიანი, ხოლო სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ. სლოვენიაში გადაუღებელმა წვიმამ 4 ივლისს წყალდიდობა გამოიწვია. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წვიმის შემდეგ მეწყერი ჩამოწვა. ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა. წინასწარი ცნობებით, ზარალის ოდენობა 500 მილიონ ევროს გადააჭარბებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×