რეზონანსი
09.08.2023

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის მომზადება დაიწყო, რომელიც ოქტომბრის მეორე ნახევარში უნდა გამოქვეყნდეს - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი წერს.

"არსებული მდგომარეობით, იქნება რეკომენდაციები უკრაინასა და მოლდოვასთან დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები და საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ევროკავშირის 27 წევრის კონსენსუსი დეკემბერში კვლავ საჭირო იქნება"".

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოპოზიცია სკეპტიკურად არის გაწყობილი, როგორც პაატა მანჯგალაძე აცხადებს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს.

"ვხედავ მზაობას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო ამ სამეულში არ იყოს ჩამორჩენილი. გაფართოების პოლიტიკიდან გამომდინარე და გეოპოლიტიკიდან გამომდინარე, დასავლელი პარტნიორების სურვილია, რომ საქართველო ერთიან ევროპულ ოჯახში იხილონ, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თუ რამე ფარული დივერსია არსებობს, რომ მოქალაქეებმა ვერ გაიგონ ამის შესახებ, ყველაფერზე ხელს აწერენ და ყველაფერზე მიდიან. ძალიან სარისკოა და ვერ ვიტყვი მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუს. სკეპტიციზმის საფუძველს მაძლევს ის, რომ არც ერთი რეკომენდაცია შესრულებული არ არის. ევროკომისარი ვარჰეი გამოვიდა და თქვა, რომ 12-დან 3 რეკომენდაციაა მხოლოდ შესრულებული", - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელია იმედოვნებს, რომ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორის ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

"ჩვენ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს და საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ძალიან ნათელი მესიჯი იქნა მოსმენილი ევროპული კომისიიდან - გაატარეთ რეფორმები და მიიღებთ კანდიდატის სტატუსს. ეს ჩვენ ჯერ კიდევ გასული წლის შემოდგომაზე გვითხრეს., როდესაც მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ თუ საქართველო გაატარებდა რეფორმებს ჩვენ დეკემბერშივე მივიღებდით კანდიდატის სტატუსს. ეს სამწუხაროდ არ მომხდარა არც მაშინ და არც მას შემდეგ. ახლაც, ჩვენ ვიცით, რომ რეფორმების მხოლოდ ერთი მეოთხედია შესრულებული. ანუ 3 რეფორმა 12-დან, რაც არ არის კარგი", - განაცხადა გეგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×