რეზონანსი
09.08.2023

ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე შოვში 14 მოქალაქეს ეძებენ. მისივე თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს და არეალი ფართოვდება - ემატება ახალი ლოკაცია, მდინარე ჭანჭახის ხეობა და მინერალური წყლების მიმდებარე ტერიტორია.

"14 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები მიმდინარეობს აქტიურ რეჟიმში 24-საათიან რეჟიმში, რამოდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის დაემატება მდინარე ჭანჭახის ხეობა, ეს ლოკაცია იქნება, სადაც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაიწყებენ ძიების სამუშაოებს. ფართოვდება არეალი ე.წ. კალცის წყლის, მინერალური წყლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც მოხდება უკვე კოტეჯების მიმართულებით, ესე ვთქვათ, ფრონტის გახსნა და საძიებო სამუშაოების გაშლა," - განაცხადა ონის მერმა.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას 20 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველები დაკარგულებს ისევ ეძებენ, მათ შორის არიან ბავშვები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×