რეზონანსი
09.08.2023

საზოგადოების პოლიტიზებული ნაწილი არსებობს, რომელთაგან დეზინფორმაციის გარდა არაფერი მოდის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში როდესაც ასეთი უბედურება და ტრაგედია ხდება, ეს მთელ ერს უნდა აერთიანებდეს, ამის მიუხედავად კი, ეს ხალხი ჩასაფრებულია საიმისოდ, როგორღაც ეს დიდი ტრაგედია საკუთარ სამსახურში ჩაიყენოს და ხელი მოითბოს.

„რაც ტრიალებს შოვში, იმასთან ერთად ეს არის დიდი ტრაგედია. ჩასაფრებული ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ, ეს დიდი ტრაგედია თავისი პოლიტიკური, მერკანტილური მიზნებისთვის გამოიყენონ, რაც არათუ ამორალურია, არამედ ასეთი რამ დაუშვებელი უნდა იყოს. ამ ტრაგედიის შეფასება ყოველგვარი პოლიტიზების გარეშე უნდა მოხდეს.

ნებისმიერი კითხვა, რომელიც შეიძლება, გულწრფელად და კეთილსინდისიერად ისმებოდეს - შეეძლო თუ არა ვერტმფრენს კონკრეტული წვლილი შეეტანა საძიებო სამუშაოების წარმატებაში, რასაკვირველია, შეიძლება, ვინმემ კითხვა დასვას, მაგრამ პასუხი გაცემულია. პასუხია, რომ ფიზიკური მდგომარეობა არ იძლევა შესაძლებლობას, რომ ღამე ევაკუცია მომხდარიყო და ვერტმფრენს ემუშავა, რადგან არის ელექტროგადამცემი ხაზები, რაც შეიძლება, გარკვეულ რისკებს შეიცავდეს. დილამდე არმოცდის გამო, ახალი ტრაგედია დატრიალებულიყო, ამაზე პასუხისმგებელი ვინ იქნებოდა? - ფაქტობრივად, ვერტმფრენის დილიდან სამუშაოების დაწყების გამო არავინ დაზარალებულა. მთელი წყება და კასკადი იყო ბრალდებების, რაც კალაძეს უკავშირდებოდა. ადამიანები დადიოდნენ, არასწორი ფაქტების პროპაგანდას ეწეოდნენ და დაკარგული ადამიანების ოჯახის წევრებს ეუბნებოდნენ, თითქოსდა, ვერტმფრენმა იმის გამო დაიგვიანა, რომ კალაძემ მისი ოჯახი წაიყვანა. ეს ყველაფერი არის სისაძაგლე მათი მხრიდან, ვინც კარგად ხვდება, რომ რეალურად კრიტიკული არაფერი აქვთ სათქმელი, მაგრამ ამბებს თხზავენ და ისეთ არგუმენტებს იგონებენ, რითაც შეუძლიათ, ხელისუფლების წინააღმდეგ ქულები დაიწერონ. ეს არის პოლიტიკური მტაცებლობა და მიუღებელია", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×