რეზონანსი
09.08.2023

იმედია, ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპის საბჭოს - სამართლიანი გადაწყვეტილება. არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატობისთვის ქვეყანა მზად იყო ჯერ კიდევ შარშან ივნისში, რაც დადასტურდა იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით, რომლითაც ჩანს, რომ საქართველო უსწრებს უკრაინასაც, მოლდოვასაც და ათი თავით უსწრებს ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი

„სამართლიანი გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - საქართველო უნდა იყოს იმავე დონეზე, სადაც არიან უკრაინა და მოლდოვა. თუ დღეს მათ აქვთ კანდიდატის სტატუსი, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი. თუკი მათთან გაიხსნება მოლაპარაკება, საქართველოსთანაც უნდა გაიხსნას მოლაპარაკება. ეს იქნებოდა სამართლიანი გადაწყვეტილება, დაფუძნებული ობიექტურ კრიტერიუმებზე და შეფასებებზე, რომლებიც თავად ევროკომისიამ მიმდინარე წლის იანვარში წარმოადგინა. უსამართლო გადაწყვეტილების შესაძლებლობაც არსებობს. შარშან ივნისში ჩვენ ვნახეთ ასეთი უსამართლო გადაწყვეტილება, როდესაც სამეულში ლიდერი საქართველო დაიჩაგრა, საქართველოს უკან მყოფ ქვეყნებს კი მიეცათ კანდიდატის სტატუსი. ვნახოთ, იმედი მაქვს, რომ იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება - ეს არის საქართველოს დაყენება იმავე დონეზე, სადაც იქნებიან იმ მომენტში უკრაინა და მოლდოვა. ჩვენ რეკომენდაციებთან დაკავშირებით გვაქვს პროგრესი, ასევე გვაქვს კომუნიკაცია ევროკომისიასთან და მის სხვადასხვა დანაყოფთან რეკომენდაციების დარჩენილ ნაწილთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედია, ევროკომისიას ექნება სამართლიანი რეკომენდაცია, ხოლო ევროპის საბჭოს - სამართლიანი გადაწყვეტილება. არ შეიძლება საწუწუნოდ გაუხადონ კანდიდატის სტატუსი ქართველ ხალხს, რომელიც ლიდერია ამ სამ ქვეყანას შორის. კანდიდატობისთვის ქვეყანა მზად იყო ჯერ კიდევ შარშან ივნისში. ეს დადასტურდა იანვარში გამოქვეყნებული შეფასებით, რომლითაც ჩანს, რომ ვუსწრებთ უკრაინასაც, მოლდოვასაც და ათი თავით ვუსწრებთ ბოსნია და ჰერცეგოვინას, რომელმაც დეკემბერში მიიღო კანდიდატის სტატუსი​", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×