რეზონანსი
30.07.2023

„აქუალიასთვის" საქართველოში შემოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია. მე წარმოვადგენ კომპანიას, რომელსაც დროში გაწერილი გეგმები აქვს. ჩვენ გვაქვს მისია და ხედვა - გავაუმჯობესოთ თბილისის მოქალაქეების ცხოვრება, - ამის შესახებ GGU ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, კომპანია „აქუალიას" წარმომადგენელმა საქართველოში ხოსე მიგელ სანტოსმა „იმედის კვირას" განუცხადა.

მისი თქმით, მათ დიდი დრო დახარჯეს კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" შესწავლასა და ანალიზში, რათა სცოდნოდათ, რა გამოწვევები, სისუსტეები და ხარვეზები გააჩნიათ. აღნიშნულის საფუძველზე მათ სწორი სამოქმედო გეგმა შეადგინეს.

„იმისთვის, რომ კმაყოფილი მომხმარებლები გვყავდნენ, ჩვენ გვჭირდება განახლება, შეცვლა ინფრასტრუქტურის, რომლის დიდი ნაწილიც ახლა ცუდ მდგომარეობაშია და პრობლემებს ქმნიან. ამ მიმართულებით უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები. გარდა ამისა, როცა ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ჩვენ არა მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლებაზე ვართ ორიენტირებული, ასევე ვფიქრობთ მთლიანად ორგანიზაციაზე, თანამშრომლებზე, აღჭურვილობაზე, ტექნიკაზე.

ინვესტიცია მოიცავს ახალი ტექნოლოგიების დანერგვასაც, რათა სისტემის ავტომატიზაცია გავზარდოთ. თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და ტრენინგები კომპანია „აქუალიას" სტრატეგიის ნაწილია", - განაცხადა ხოსე მიგელ სანტოსმა.

ჯივიპის ახალი მფლობელი წამყვანი ესპანური წყალმომარაგების კომპანია Aqualia 2023 წელს წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ის დღეს 43 მილიონზე მეტ ადამიანს მსოფლიოს 18 ქვეყანაში ემსახურება. 2022 წელს კომპანიამ საქართველოში 180 მლნ.დოლარის ღირებულების ინვესტიცია განახორციელა და ჯივიპი შეიძინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×