რეზონანსი
14.07.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე საუბრობს, როგორი ამინდია მოსალოდნელი ზაფხულის განმავლობაში მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე:

„16 ივლისამდე ქვეყნის ტერიტორიაზე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. 16-17 ივლისს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია კვლავ წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერიც. ტემპერატურა, შესაძლოა, 1-2 გრადუსით შემცირდეს. ივლისის ბოლომდე ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, რომ იწვიმოს, თუმცა მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. აგვისტოს თვეში ტემპერატურა, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალი იქნება. ნალექების რაოდენობა, ივლისთან შედარებით, უფრო ნაკლებია მოსალოდნელი, თუმცა ცალკეულ პერიოდებში შესაძლებელია, იწვიმოს. კლიმატურად აჭარა უფრო უხვნალექიანია, ვიდრე დანარჩენი რეგიონები. აჭარაშიც ცალკეულ დღეებში შესაძლებელია, იწვიმოს, თუმცა მაღალი ტემპერატურის ფონზე. სექტემბრის თვის ტემპერატურა, კლიმატურ ნორმასთან შედარებით, 1-2 გრადუსით მაღალია მოსალოდნელი. რაც შეეხება ივლისის მეორე ნახევარს, ნაკლებნალექიანი იქნება და ტემპერატურაც შედარებით მაღალი დაფიქსირდება", - ამბობს ხათუნა ქოქოსაძე „იმედის დღის" ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×