რეზონანსი
13.07.2023

“მწვანეთა მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ჩხობაძე კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს და აცხადებს, რომ 2024 წელი წლევანდელზე რთული იქნება.

“2023 წელი პრობლემური წელი იყო, 2024 არანაკლები იქნება კლიმატის ცვლილებებთან მიმართებით. უნდა ველოდოთ, უფრო მეტ მეწყერს, უფრო მეტ წყალდიდობას, უფრო მეტ ექსტრემალურ ტემპერატურებს, რომლის ხანგრძლივობა დიდია.

„პროგნოზირება უკვე გაკეთებულია, რომ ევროპა ელოდება 50-გრადუსიან სიცხეს, ეს პრევენციული ღონისძიებით ჩვენც ხომ უნდა ვივარაუდოთ, რას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენი ინფრასტრუქტურა ამას ვერ გაუძლებს, გაუჭირდება. ეს ტემპერატურული გრადაცია ძალიან ცუდია, უცებ ძალიან ეცემა ტემპერატურა, ამპლიტუდა ძალიან მერყეობს, ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედებს ეს პირველ რიგში, მაგრამ ასევე მოქმედებს ინფრასტრუქტურაზე.

ეს ყველაფერი ძალიან მაღალი მდგრადობით უნდა იყოს დათვლილი და გაკეთებული. არ შეიძლება სხვანაირად“, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×