რეზონანსი
13.07.2023

როგორც პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების" თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, „ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ დააბეჩავა და გააბანძა, რომ ნატო-ს სამიტზე საქართველოდან არცერთი უმაღლესი თანამდებობის პირი არ იყო,

როგორც „პალიტრანიუსის" გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში" ელისაშვილმა აღნიშნა, დარწმუნებულია, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართულმა ოცნებამ" არ გაუშვა ნატო-ს სამიტზე, ხოლო პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევა არც კი გამოუგზავნეს.

„უცხოეთში საქართველოს იმიჯი დაზიანებულია. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი არ გაუშვეს. ორღობის დედაკაცივით ნატო-ს და ევროკავშირს, რომ ლანძღავ, განსაკუთრებით კალაძე, ქალაქს მიხედოს უბედურ დღეშია, დგას და საგარეო საქმეთა მინისტრად წარმოიდგინა თავი. ნახევარ თბილისში წყალი და შუქი არ მოდის, ამაზე კი არ ფიქრობს. რომ ლანძღავდნენ, იქ რა არ იციან ესენი აქ რას ლაპარაკობენ? თუ ქვის ხანაა და იქ არ შეიტყობენ?! 21-ე საუკუნეა, ნათქვამი არ აქვთ და უკვე გაგებული აქვთ. შესაბამისად, როგორც ვექცევით ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, ასე აგდებულად მოგვექცნენ. ეს იყო ჩვენთვის კრახი. ასპირანტი ქვეყანა ვართ და ამ დროს არ იწვევენ პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს",- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, რომ გიორგი ვაშაძე შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იყოს, შეაფასა.

ელისაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" თანდათან კომიკური პარტია ხდება, რადგან პრემიერობის კანდიდატს წელიწად-ნახევრით ადრე ასახელებენ.

„ძალიან კარგია, რომ კომიკური პარტია ხდება „ნაციონალური მოძრაობა" იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად გამოაკლდება მხარდამჭერი, უფრო გამარტივდება „ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან გაშვება. „ნაციონალური მოძრაობის" ზიზღზე, სიძულვილზე, დაბრუნების შიშზე „ქართული ოცნება" 11 წელია დგას",- განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, ღირებულებითი ერთობა ექნება იმ პარტიებთან, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო ძლიერი სახელმწიფო გახდეს.

ელისაშვილის თქმით, არც „ქართულ ოცნებასთან" და არც „ნაციონალური მოძრაობასთან" სალაპარაკო არაფერი აქვს.

„ჩემი პოლიტიკური მიზანია „ქართული ოცნება" გავუშვათ და „ნაციონალური მოძრაობა" არ დავაბრუნოთ ხელისუფლებაში. თუ „ქართული ოცნებას" გავუშვებთ ეს იქნება ნაბიჯი წინ და „ნაციონალური მოძრაობა" თუ მოვა ხელისუფლებაში ეს იქნება 2-ნაბიჯი უკან. ღირებულებითი ერთობა მექნება იმ პარტიებთან, რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო გახდეს ძლიერი სახელმწიფო და რომლებსაც უნდათ, რომ საქართველო გახდეს ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრი.

ჩვენი პარტიის მიზანი უახლესი 1 წლის განმავლობაში იქნება ის, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვა პრობლემა არ იყოს",- განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნებამ" თავისი თავი ამოწურა.

„მინდა, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. „ქართული ოცნება" აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან. ამ ხალხმა ამოწურა თავისი თავი, ახლა თვითონაც წვალობენ და ქვეყანასაც აწვალებენ. ჩვენს ხელისუფლებებს ბოლო ჟამი რომ აქვთ, ისე არის „ქართულ ოცნება". ჩვენი ხელისუფლებები, როდესაც ამოწურავს ხალხის დარწმუნების რესურს, როცა იწყება მისი რეიტინგის ვარდნა, შემდეგ იწყებენ ქვის სროლას. ეს არის „ქართული ოცნების" ბოლო ჟამი",- განაცხადა ელისაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×