რეზონანსი
13.07.2023

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი.

მათივე ცნობით, 15-17 ივლისს დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსამდე მოიმატებს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, დასავლეთ საქართველოში 16-17 ივლისს ტემპერატურა სამი-ოთხი გრადუსით დაიკლებს.

„თბილისში 13-14 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, დანარჩენ დღეებში კი, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +32, +34 გრადუსი დაფიქსირდება", - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×