რეზონანსი
13.07.2023

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას შეფასებით, ნატოს სამიტის საბოლოო კომუნიკე ადასტურებს, რომ ალიანსის წევრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით.

მისივე თქმით, საქართველო დღეს სრულად პასუხობს ნატოში წევრობის ყველა კრიტერიუმს.

"ალიანსის წევრების მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა გრძელდება როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით და სამიტის საბოლოო კომუნიკე ამას ადასტურებს. მართალი გითხრათ, განსაკუთრებული მოლოდინები ჩვენ სამიტის მხრიდან არ გვქონია. ევროპის შუაგულში არის ომი, ალიანსის აღმოსავლეთით გაფართოება არც იყო მოსალოდნელი. კომუნიკეში წერია პირდაპირ, რომ უკრაინა იქნება ნატოში მიწვეული მაშინ, როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან. რაც შეეხება ალიანსის მიდგომას, - ვისურვებდი, რომ ალიანსის მოკავშირეებმა გამოავლინონ მეტი გეოპოლიტიკური გამბედაობა. საქართველო დღეს სრულად პასუხობს ნატოში წევრობის ყველა კრიტერიუმს, საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის და, რა თქმა უნდა, ბურთი არის ალიანსის მოედანზე,"- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×