რეზონანსი
13.07.2023

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან გამოკვლევების ჩატარების მიზნით, პოლონელი ექიმების ჯგუფის შესვლას გამოეხმაურა "მაგნიტსკის აქტის" ავტორი, ბილ ბროუდერი.

მან ამის შესახებ „ტვიტერის" გვერდზე დაწერა და იმედი გამოთქვა, რომ ამას სააკაშვილის გათავისუფლება და მისთვის სათანადო მკურნალობის ჩატარება მოჰყვება.

„პოლონელი ექიმები იკვლევენ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერმა თქვა. ეს კარგი ამბავია და იმედი მაქვს, ამას მოჰყვება სააკაშვილის გათავისუფლება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება, მისი სიცოცხლის გადასარჩენად",- განაცხადა ბილ ბროუდერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×